ისარგებლეთ Google Pay™ -ით

დაამატეთ Visa ბარათი Google Pay-ში, Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენებით. ბარათის დამატება შესაძლებელია ყველა ქვეყანაში, სადაც google pay-ს აქვს სისტემური მხარდაჭერა

გადახდის სწრაფი და მარტივი გზა - საიტებზე, აპლიკაციებსა და მაღაზიებში.

გამოიყენეთ Google Pay, როდესაც შენიშნავთ მოცემულ სიმბოლოებს:

#
#
Google Pay Paysera
Google Pay არის Google LLC-ის სავაჭრო ნიშანი.

მყისიერი და მარტივი გადახდები

#

სწრაფი

Google Pay-ში Visa ბარათის დამატება სწრაფი და მარტივია- დაამატეთ ბარათი Paysera აპლიკაციაში Google Pay-ს გამოყენებით  

#

მოსახერხებელი  

გადაიხადეთ სწრაფად, გახსენით უკონტაქტო გადახდები თქვენი Android მოწყობილობისთვის - გაააქტიურეთ და მიიტანეთ ახლოს წამკითხველთან, სანამ არ გაიგონებთ ხმას.

#

უსაფრთხო

Google Pay-ით სარგებლობისას, გამოიყენება დაშიფრული ვირტუალური ანგარიშის ნომერი - ასე, რომ თქვენი ბარათის მონაცემები დაცულია.  

როგორ დავამატოთ Visa ბარათი Google Pay-ში?

Google Pay-ში Visa ბარათის დამატებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ბარათის დამატება შეგიძლიათ Google Pay აპლიკაციის ან თავად Paysera აპლიკაციის საშუალებით.

Paysera აპლიკაციის გამოყენებით:

გახსენით Paysera აპლიკაცია, გადადით ბარათებში და დააჭირეთ ღილაკს, "Google Pay-ს დამატება".

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Paysera აპლიკაცია თქვენს Android მოწყობილობაში, ჩამოტვირთეთ იგი უფასოდ Google Play-დან.

#

ℹ️ ბარათის დამატების აღნიშნული მეთოდი ასევე არის ხელმისაწვდომი ქვეყნებში, სადაც Google Pay-ს აქვს სისტემური მხარდაჭერა მაგრამ ჯერ-ჯერობით არ აქვს Google Pay აპლიკაციის ჩამოტვირთვის შესაძლებლობა.  

Google Pay აპლიკაციის გამოყენებით:  

თუ უკვე გაქვთ Google Pay აპლიკაცია ან მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Google Pay-დან - გახსენით აპლიკაცია, აირჩიეთ გადახდის ახალი მთოდი, შეიყვანეთ თქვენი Visa ბარათის მონაცემები და მიჰყევით აპლიკაციაში მოცემულ ინსტრუქციებს.  

მოამზადეთ აუცილებლად შესასრულებელი ქმედებების ჩამონათვალი desktop-ზე. დააყენეთ pay.google.com-ზე .

ხშირად დასმული კითხვები

Google Pay ოპერირებს ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდები ნებადართულია. თქვენს მიერ ბარათის დამატების შემდეგ, უბრალოდ ჩართეთ თქვენი Android მოწყობილობა და მიიტანეთ წამკითხველთან ახლოს სანამ არ გაიგებთ ხმას.

ბარათის დამატების შემდეგ, არ იქნება საჭირო საგადახდო ინფორმაციის ხელახლა შეყვანა. checkout-ში აირჩიეთ Google pay და დაადასტურეთ გადახდა.

არა, Google Pay -ში ბარათის დამატება უფასოა, მასში დამატებულ Visa ბარათით შესრულებულ ტრანზაქციებზე დამატებითი საკომისიო არ გეკისრებათ. მოქმედებს იგივე ტარიფები, რომლებიც განსაზღვრულია თქვენი სადებეტო ბარათისთვის.

Google Pay არ აწესებს ლიმიტებს, თუმცაღა ზოგიერთ მერჩანტს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი ლიმიტები უკონტაქტო გადახდებისთვის. როდესაც იხდით ონლაინ, აპლიკაციაში ან საიტზე, Google Pay-ს ტრანზაქციებისთვის არ არსებობს ლიმიტი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Google Pay-ში დამატებული Visa ბარათით შესრულებულ საბარათე ტრანზაქციებზე ვრცელდება სტანდარტული ლიმიტები.

დიახ, Google Pay-ს გამოყენება გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ნაღდი ანგარიშსწორება ან ბარათის გამოყენება. ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაშიც კი ვერავინ შეძლებს გადახდის შესრულებას მისი განბლოკვის გარეშე.  

ასევე, როდესაც თქვენ იყენებთ ტელეფონს უკონტაქტო გადახდებისთვის, Google Pay არ გზავნის ბარათის ნომერს შესრულებულ გადახდასთან ერთად, ნაცვლად ამისა გამოიყენება დაშიფრული ვირტუალური ანგარიშის ნომერი, რათა დაცული იქნას თქვენი ბარათის მონაცემები.

ასე, რომ გაუფრთხილდით თქვენს Android მოწყობილობასა და თქვენს Visa ბარათს - თუ ბარათს დაკარგავთ, დაბლოკეთ იგი დაუყოვნებლივ .  

თუ ტელეფონი დაკარგეთ ან მოგპარეს, დაბლოკეთ და მის მოსაძებნად გამოიყენეთ აპლიკაცია,"Find My Device".

ამასთანავე, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დროებით დაბლოკით ბარათი თქვენი კომპიუტერის გამოყენებით, თქვენს Paysera ანგარიშზე შესვლით , ან ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირებით.  

თუ დაკარგავთ თქვენს Visa ბარათს - დაბლოკეთ იგი დაუყოვნებლივ. ამის გაკეთება შეგიძლიათ Paysera მობილური აპლიკაციის ან ონლაინ ბანკისგამოყენებით ან ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირებით.  

თუ დაბლოკავთ თქვენს ბარათს, მის გამოყენებას ვერ შეძლებთ Google Pay-ში. თუ ბარათს იპოვით და განბლოკავთ, მის გამოყენებას კვლავ მოახერხებთ Google Pay-შიც. სხვა შემთხვევაში, შეუკვეთეთ ახალი ბარათი და დაამატეთ Google Pay-ში.  

დიახ, შეგიძლიათ გადაიხადოთ Google Pay-ს გამოყენებით ათასობით აპლიკაციასა და საიტზე, ისევე როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდები ნებადართულია.