ევროპული Visa ბარათი

მობილური აპლიკაციის ან ინტერნეტ ბანკის გამოყენებით EU/EEA-ის რეზიდენტებს და ბინადრობის ნებართვის მქონე მომხმარებლებს, შეგიძლიათ შეუკვეთოთ Visa ბარათი, აირჩიოთ მისი დიზაინი და მართოთ თქვენი ფინანსები. ონლაინ გადახდების უსაფრთოებისთვის ბარათი დაცულია 3D Secure ტექნოლოგიით.

Visa ევროპული ბარათით მარტივად შეგიძლიათ გადაიხადოთ POS ტერმინალით და გაანაღდოთ თანხა ბანკომატებიდან, რომელიც ჩართულია Visa სისტემაში.

Visa ბარათის დამატება შეგიძლიათ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Apple Pay ან Google Pay.

#
#

გადაიხადეთ მარტივად თქვენი ანგარიშიდან ევროპული ბარათის დახმარებით. შეკვეთისას აირჩიეთ სასურველი ფერი: მუქი ლურჯი ან გამოხატეთ თქვენი სოლიდარობა - უკრაინის დროშის ფერის ბარათის არჩევით. Paysera Super App ან ინტერნეტ ბანკის საშუალებით კი მარტივად აკონტროლეთ ბალანსი და გადახდები.

გადახდის სწრაფი და თანამედროვე მეთოდი

#

ბარათის შეკვეთა

Paysera-ს ყველა მომხმარებელს, რომელსაც სრულად აქვს გავლილი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი, არის სულ მცირე 18 წლის და წარმოადგენს EU/EEA-ის რეზიდენტს ან ფლობს ბინადრობის ნებართვას, შეუძლია შეუკვეთოს ევროპული Visa ბარათი. ერთ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს 5 დამატებითი ბარათი. ბარათის შეკვეთა შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად Paysera ინტერნეტ ბანკის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

#

საბარათე ანგარიშის მართვა  

Paysera Super App-ისა და ინტერნეტ ბანკის გამოყენებით შეგიძლიათ, მართოთ მარტივად საბარათე ანგარიში, შეასრულოთ გადარიცხვები, ჩამოტვირთოთ ამონაწერი, საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოთ/განბლოკოთ ან გააუქმოთ ბარათი.  

#

უკონტაქტო გადახდები

თქვენი ევროპული ბარათით შეგიძლიათ განახორციელოთ უკონტაქტო გადახდები მარტივად, NFC წამკითხველზე ბარათის მიდებით. 50.00 ევრომდე გადახდებისთვის არ დაგჭირდებათ PIN კოდის შეყვანა. სიმარტივისთვის კი შეგიძლიათ დაამატოთ ბარათი Apple Pay-ში, Google Pay-ში ან Samsung Pay-ში და გადაიხადოთ მარტივად, მობილური ტელეფონის გამოყენებით. ამ მეთოდით შეძლებთ მუდამ თან იქონიოთ ბარათი!  

#

ტრანზაქციები

ევროპული Visa ბარათის გამოყენებით შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ბანკომატის მეშვეობით, რომელიც ჩართულია Visa საგადახდო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ საბარათე ანგარიშის ვალუტა ევროა, თანხის განაღდება ნებისმიერ ვალუტაში შეგიძლიათ. თანხის განაღდებამდე, გთხოვთ, გაეცნოთ განაღდების პირობებს, რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი საკომისიოს გადახდა. გთხოვთ, იხილოთ ევროპული Visa ბარათის მომსახურების საკომისიოები.  

#

დამოუკიდებელი IBAN ანგარიში

ევროპული Visa ბარათისთვის იხსნება დამოუკიდებელი IBAN ანგარიში, რომელზეც შეგიძლიათ მარტივად ჩარიცხოთ და გადარიცხოთ თანხა. ბარათით შესრულებულ ტრანზაქციებს მარტივად გააკონტროლებთ და სურვილის შემთხვევაში მიიღებით ამონაწერს.  

#

უსაფრთხო და კომფორტული ტრანზაქციები  

თქვენი ბარათი დაცულია უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით. კონკრეტული გადახდის შესრულებისას სისტემამ, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოგთხოვოთ დამატებითი დადასტურება მობილური აპლიკაციის ან ერთჯერადი კოდის გამოყენებით. ბარათის დაკარგვის ან საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მარტივად შეგიძლიათ დაბლოკოთ ან გააუქმოთ ბარათი თქვენი Paysera Super App ან ინტერნეტ ბანკის გამოყენებით. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.

#

როგორ შევუკვეთო ბარათი?  

ჩამოტვირთეთ Paysera Super App

დარეგისტრირდით და გაიარეთ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურა 

შეავსეთ ანგარიში 

ინფორმაცია ევროპული Visa ბარათის შესახებ

ვიდეო ინსტრუქცია და ხშირად დასმული კითხვები ევროპული Visa ბარათის შესახებ  

ვის შეუძლია ბარათის შეკვეთა?  

Paysera-ს ყველა მომხმარებელს, რომელსაც სრულად აქვს გავლილი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი, არის მინიმუმ 18 წლის და წარმოადგენს EU/EEA-ის ქვეყნის რეზიდენტს ან ფლობს ბინადრობის ნევართვას შეუძლია შეუკვეთოს ევროპული Visa ბარათი.

როგორ შევუკვეთო ბარათი? 


1. გაიარეთ ავტორიზაცია ან შექმენით ანგარიში Paysera მობილურ აპლიკაციაში / გაიარეთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში
2. გადადით ბარათებში  
3. გაეცანით ტარიფებსა და საკომისიოებს, დააჭირეთ "+"
4. შეავსეთ მონაცემები და შეუკვეთეთ ბარათი  

ბარათის შეკვეთამდე დარწმუნდით, რომ Paysera ძირითად ანგარიშზე საკმარისი თანხა გაქვთ ბარათის შეკვეთისა და მიწოდების ხარჯების დასაფარად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ანგარიში.  

მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს 5 დამატებითი ბარათი, რომელიც ერთ ანგარიშთან იქნება დაკავშირებული. ბიზნეს ბარათის შეკვეთის შემთხვევაში აუცილებელია იმ პირის მონაცემების წარდგენა, რომელიც გამოიყენებს ბარათს (ავტორიზაციის სახელი - ელ.ფოსტა ან მობილურის ნომერი). 

ბარათის პირველ ჯერზე შეკვეთისას, გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ მისი დიზაინი.

ფიზიკური პირებს, ისევე როგორც იურიდიულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ განსხვავებული დიზაინი საკუთარი Visa ბარათისთვის.

ბარათის ვადის ამოწურვის ან დამატებითი ბარათის შეკვეთის შემთხვევაში ავტომატურად მოხდება იმავე დიზაინის მქონე ბარათის შეკვეთა.



 

1. გაიარეთ ავტორიზაცია Paysera მობილურ აპლიკაციაში  
2. გადადით ბარათებში
3. დააჭირეთ ბარათის გააქტიურებას
4. შეიყვანეთ CVV კოდი  

აუცილებელია ბარათის დამზადებიდან 3 თვის განმავლობაში გაააქტიუროთ იგი.  



 

1. გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში
2. გადადით ბარათებში
3. აირჩიეთ ბარათის შევსება
4. აირჩიეთ თქვენი მიმდინარე ანგარიში, თანხის ოდენობა და დაადასტურეთ გადარიცხვა

იმ შემთხვევაში თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ მიმდინარე ანგარიშზე, მისი შევსება შეგიძლიათ საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. ჩასარიცხად საჭირო საბანკო რეკვიზიტების მისაღებად მიყევით ინსტრუქციას: გაიარეთ ავტორიზაცია Paysera ონლაინ ბანკში > ანგარიშები და ბარათები> ანგარიშის შევსება>შეავსეთ ფორმა და განაახლეთ ინსტრუქცია



 

1. გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში
2. გადადით ბარათებში
3. დააჭირეთ ღილაკს "იხილეთ ბარათის PIN"
4. შეიყვანეთ CVV კოდი



 

1. გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში
2. გადადით ბარათებში
3. დაბლოკეთ ბარათი- თქვენი ბარათი დროებით დაიბლოკება, მისი განბლოკვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ
4. ბარათის გაუქმება - თქვენი ბარათი გაუქმდება და საბარათე ანგარიში დაიხურება.

თუ ეჭვობთ, რომ ბარათი დაკარგეთ ან სხვას მასზე წვდომა აქვს, დაბლოკეთ ბარათი დაუყოვნებლივ. არ გაანდოთ სხვას თქვენი ბარათის PIN კოდი ან ბარათის სხვა მონაცემები



 

თუ იყენებთ iPhone-ს, აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლისა და ბარათებში გადასვლის შემდეგ გამოგიჩნდებათ ღილაკი ბარათის Apple Pay-ში დასამატებლად.

ბარათის დამატება შესაძლებლია ასევე Google Pay-ში, Samsung Pay-ში ან PayPal-ში.

ევროპული Visa ბარათის გამოყენება შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც Visa ბარათების მიღებაა ნებადართულია. თუმცა ამჟამად შეკვეთილი ბარათის მიწოდება მხოლოდ ევროპის ეკონომიკურ არეალშია შესაძლებელი.

მიწოდების დრო და ღირებულება დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ საკურიერო მომსახურების ტიპზე. აირჩიეთ საკურიერო მომსახურება თვალყურის დევნების ნომრით, რათა შეძლოთ თქვენი ამანათისთვის თვალყურის დევნება.