პირველი ეტაპი
- გადმოწერეთ Paysera Super App აპლიკაცია Google Play-დან ან Apple App Store-დან.
- გახსენით აპლიკაცია და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ენა.
- აირჩიეთ ღილაკი ანგარიშის შექმნა.
- შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და სასურველი პაროლი. დარწმუნდით, რომ ეთანხმებით მომსახურების პირობებსა და წესებს, შემდეგ კი განაგრძეთ პროცესი.
- სმს-ით მიღებული ვერიფიკაციის კოდი შეიყვანეთ აპლიკაციაში.
- შექმენით ხუთნიშნა პინ-კოდი, რომელსაც ყოველ ჯერზე გამოიყენებთ აპლიკაციაში ავტორიზაციისთვის.
მეორე ეტაპი
- აირჩიეთ ღილაკი შეასრულეთ იდენტიფიკაცია.
- თავდაპირველად შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტა და მიუთითეთ ღილაკზე გაგრძელება.
- ელ.ფოსტაზე მიღებული კოდი შეიყვანეთ აპლიკაციაში.
- იმეილის დადასტურების შემდეგ, მიუთითეთ ღილაკზე გაგრძელება will appear next to Email confirmation. Tap გაგრძელება იდენტიფიკაციის პროცესის გასაგრძელებლად.
- აირჩიეთ თქვენი დოკუმენტის გამცემი ქვეყანა და დოკუმენტის ტიპი. შეადარეთ თქვენი დოკუმენტი მოცემულ მაგალითს, დარწმუნდით, რომ ის მოქმედია, და გააგრძელეთ.
- მოამზადეთ დოკუმენტი და გადაუღეთ სურათი. თუ ეს პირადობის ბარათია, გადაიღეთ ორივე მხარე. დარწმუნდით, რომ დოკუმენტი სრულად ჩანს თეთრ ჩარჩოში და ტექსტი მკაფიოდ იკითხება.
- იჰყევით აპლიკაციაში მოცემულ ინსტრუქციებს სახის ამოცნობის პროცესის დასასრულებლად და იდენტიფიკაციის საბოლოოდ დასადასტურებლად.
- თქვენი იდენტობის წარმატებით დადასტურების შემდეგ შეძლებთ ანგარიშის გახსნის პროცესის გაგრძელებას.